ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

რამ შეჭამა ლარი!

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მთავრობის მიერ გაწეულმა  არასწორმა ხარჯებმა გამოიწვია.

„2014 წელს საქართველოში შემოვიდა 715,1 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომებილი და გავიდა 517,8 მილიონი დოლარის ღირებულების, ანუ ქვეყანაში დარჩა 197,3 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი.
გასულ, 2015 წელს შემოვიდა 461,3 მილიონი დოლარის ღირებულების და გავიდა 179,6 მილიონი დოლარის ღირებულების, ანუ ქვეყანაში დარჩა 281, 7 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი.
როგორც ვხედავთ, შარშან საქართველოში 84,4 მილიონი დოლარით მეტი მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა, ვიდრე 2014 წელს.
რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან?
განა სავალუტო კრიზისში მყოფ ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების ადგილზე რელიზების ამ მოცულობით მატება შესაძლებელი იქნებოდა კერძო სექტორის მეშვეობით? რა თქმა უნდა არა. მათი ძირითადი შემსყიდველი სახელმწიფო სექტორი იყო: სამინისტროები (იბიარდი და მსგავსი ღონისძიებები), პარლამენტი, თბილისის მერია და მისი სამსახურები, მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები, სხვა სახელმწიფო დაწესებულებები (საჯარო სამართლის იურიდიული პირები) და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირები, სახელმწიფო საწარმოები( რკინიგზა და მსგავსი სხვა კორპორაციები) და ასე შემდეგ.
ეს მრავალი ათეული მილიონი დახარჯულია არა მანქანებზე, როგორ წარმოების საშუალებებზე, არამედ მსუბუქ ავტომობილებზე, როგორც ფუფუნების საგნებზე.
მერე გაკვირვებით კითხულობენ, თუ რატომ გაედინება ქვეყნიდან ფული, თუ რატომ ეცემა ლარი!
ბიუროკრატიამ შეჭამა ლარი!“ – წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, ლარის გაცვლითმა კურსმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ერთი დოლარი 2.45 თეთრი 1999 წელს ღირდა. დღევანდელი ლარის ოფიციალური კურსი 2.46 ლარია. თუმცა განსხვავები ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსისა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დოლარის კურსი გაცილებით მაღალია და 2.50 აღწევს.

იტვირთბა....