საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 10 ადამიანი ემსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 1 036 პაციენტი.
ამავე პერიოდში კვლევა ტესტით 22 903 პირს ჩაუტარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,05 პროცენტია.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 592 პაციენტი იმყოფება.
ქვეყანაში სულ აცრილია 2 855 078 ადამიანი, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 1 672-ია.