ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ კრივოი როგიდან 40-60 კილომეტრით უკან დაიხიეს

უკრაინულმა ძალებმა რუსი ოკუპანტები ქალაქ კრივოი როგიდან 40-60 კილომეტრით უკან დახიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვილკული ავრცელებს.

მისივე განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს და სადემარკაციო ხაზი ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე გადასწიეს.

ამასთან, ბრძოლების შედეგად, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხელში ჩაიგდეს მტრის ტექნიკა.

“ახლა, ამ ტექნიკას ჩვენ გამოვიყენებთ. ჩვენი სტრატეგიაა, მტერი ქალაქიდან რაც შეიძლება შორს ვამყოფოთ”, – აღნიშნა ვილკულმა.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს

იტვირთბა....