ასადის ჯარებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ლათაკიის პროვინციაში რამდენიმე ქალაქზე დაიბრუნეს კონტროლი. სამთავრობო ჯარებს პოზიციების გამყარებაში რუსული ავიაცია და ირანული დაჯგუფება ჰესბოლა ეხმარება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
სირიის ქალაქ ალეპოში სამთავრობი ჯარებისა და ოპოზიციის შეტაკებების შემდეგ გადარჩენილებს კვლავაც ეძებენ. სირიაში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, მსხვერპლი საკმაოდ დიდია, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებს შორისაც.
შეგახსენებთ, ლატაკია სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერებს აქვს დაკავებული. ის თურქეთის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს.