ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი: რუსები ისევე ასწორებენ მიწასთან მარიუპოლს, როგორც 11 წლის წინ ალეპო გაანადგურეს

[su_quote] რუსებმა 11 წლის წინ ახლო აღმოსავლეთის მარგალიტი – ქალაქი ალეპო გაანადგურეს. მაშინ პუტინის ძალებმა სასტიკად დაბომბეს ქალაქი, მათმა მოკავშირე ბაშარ ალ-ასადმა კი ქიმიური იარაღით შეუტია ხალხს. ომმა ალეპო ნანგრევებად და მასობრივ საფლავებად აქცია. ახლა რუსეთი მსგავს სამხედრო დანაშაულს სჩადის ჩვენს მარიუპოლშიც, რომელიც ძველი ბერძნების, ოსმალების, ყირიმელი თათრებისა და კაზაკების მდიდარ კულტურას აერთიანებს. ქალაქი ფაქტობრივად მიწასთან გაასწორეს. შეხედეთ ჩვენს მარიუპოლს, ეს ის არის, რაც ჩვენ ალეპოში ვნახეთ – ნანგრევების ტკივილი, ადამიანების განადგურება[/su_quote]

ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ 2022 წლის Doha Forum-ზე დამსწრეებს.

იტვირთბა....