aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე იაკობის პასუხი კითხვაზე, იმართება თუ არა საპატრიარქო რუსეთიდან

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეუფე იაკობს, რომელიც უკრაინაში დაღუპული ქათველი მებრძოლების, დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს ესწრებოდან, ქაშვეთის ტაძრის დატოვების შემდეგ TV პირველის ჟურნალისტმა ჰკითხა, იმართება თუ არა საპატრიარქო რუსეთიდან, რაზეც მეუფე იაკობმა უპასუხა:

“არასერიოზულობაა, არ შეგშვენით ეს. საქართველოს საპატრიარქო არ იმართება რუსეთიდან. ეს არც მიფიქრია. რუსებს როგორ ვამართვინებთ ჩვენს საპატრიარქოს, ჩვენი შეურაცხყოფაა”.

ჟურნალისტმა მეუფე იაკობს მეუფე შიოსთან ურთიერთობის შესახებაც დაუსვა კითხვა.

“მეუფე შიოს გვერდით ვიდექი ახლა პანაშვიდზე. ურთიერთობები რომ არ გვქონდეს საუკეთესო, არ ვიდგებოდით”, – უპასუხა მან.

იტვირთბა....