ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთის მე-4 სატანკო დივიზიის მე-13 სატანკო პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა – მედია

რუსეთის მეოთხე სატანკო დივიზიის მე-13 სატანკო პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოზე დაყრდნობით წერს.

მათი ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი იმ გეგმის ჩაშლა გახდა, რომლის მიხედვითაც ფრონტის ხაზი საბრძოლო ტექნიკით უნდა მომარაგებულიყო.

როგორც ონლაინ გამოცემა NEXTA წერს, მე-13 სატანკო პოლკის მეთაურმა, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაასრულა სიცოცხლე.

იტვირთბა....