aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება უკრაინის ომი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი, ზაალ ლატარია წერს.

“რა ვთქვა არ ვიცი ძმაო, შოკᲨი ვარ, კიდევ ერთი ქართველი გმირი დავკარგეთ”.

როგორც TV პირველი აცხადებს, ამ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი სხვა ქართველებიც ადასტურებენ.

არსებული ცნობით, დაღუპული ქალაქ ირპენში იბრძოდა.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას მანამდე გია ბერიაშვილი, დავით რატიანი და ბახვა ჩიქობავა შეეწირნენ.

 

იტვირთბა....