ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რუსი ოლიგარქები კერძო თვითმფრინავებს მასობრივად ყიდიან – მედია

რუსმა მილიარდერებმა მასობრივად დაიწყეს თავიანთი ბოინგების გაყიდვა. მედიისთვის ასეთი სულ მცირე ექვსი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი.

როგორც Украинская правда საავიაციო ინდუსტრიაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, იმ ოლიგარქებს შორის, რომლებმაც კერძო თვითმფრინავები გასაყიდად გამოიტანეს, არიან: ვლადიმერ პოტანინი, იური შეფლერი, რუსტემ ტეგულოვი, ალექსანდრ სვეტაკოვი, არკადი ვოლოჟი და ედუარდ ბერმანი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ინფორმაცია ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული მილიარდერის, ვლადიმერ პოტანინის კუთვნილი GULFSTREAM G650-ის, ასევე იური შეფლერის GULFSTREAM G650-სა და რუსტემ ტეგულოვის BOEING 737-700-ის გაყიდვის შესახებ საჯაროდ იძებნება. პოტანინმა მაგალითად,  საკუთარი თვითმფრინავი 60 მილიონ დოლარად დათმო.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანას და პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენებსა თუ პოლიტიკოსებს, მსოფლიოს ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს, მათ შორის, შეუზღუდეს მათ ტერიტორიაზე შესვლა.

იტვირთბა....