aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება უკრაინის ომი

ვიდეო: “ერთმორწმუნე იზამდა ამას?”, – ქართველი მებრძოლი ირპენში დაზიანებული ეკლესიის კადრებს ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი, ნადიმ ხმალაძე ქალაქ ირპენში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც მისი ინფორმაციით, მართლმადიდებლურ ეკლესია ჩანს, რომელთან მდებარე ნაგებობებიც დამწვარია, ეკლესიის ფანჯრები კი ჩამსხვრეული.

“აი ეს არის მართლმადიდებელი რუსის ჩადენილი, ნახეთ, რა დღეშია მართლმადიდებლური ეკლესია. როგორი ერთმორწმუნეები არიან, ხედავთ? ამას ერთმორწმუნე გააკეთებს? მაგრამ ჩვენთანაც ხომ გააკეთა ოდესღაც. ეკლესია არის ფაქტობრივად გადაბუგული. ეს ხდება ეკლესიის წინ. 58 წლის ვარ, 30 კილოგრამი ტვირთი ავიკიდე და 10-15 კილომეტრი გავიარე იმისთვის, რომ უკრაინაში დაისაჯოს ის ეგრეთწოდებული ერთმორწმუნე რუსეთი და მთელმა მსოფლიომ დაისვენოს “, – ამბობს ვიდეოში ქართველი მებრძოლი.

იტვირთბა....