ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მედვედევი: რუსეთის მოსახლეობის 3/4 უკრაინაში “სპეციალური ოპერაციის” ჩატარებას ემხრობა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ქვეყანაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოსახლეობის სამი მეოთხედი მხარს უჭერს უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპოზიციის” ჩატარებას. ამის შესახებ მედვედევმა РИА Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამავე გამოკითხვებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი კიდევ უფრო მაღალია.

“ბოლო მონაცემებით, რომლებსაც სოციოლოგიური გამოკითხვები უჩვენებს, ქვეყნის მაცხოვრებლების სამი მეოთხესი მხარს უჭერს “სპეციალური ოპოზიციის” ჩატარებას. ხოლო უმაღლესი თანამდებობის პირის, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის რეიტინგი კიდევ უფრო მაღალია.

მედვედევმა რუსეთის მოსახლეობის იმ ნაწილზეც გააკეთა კომენტარი, რომლებიც ქვეყანას ომის დაწყების გამო აკრიტიკებენ.

“შეგიძლია, საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება აკრიტიკო, მაგრამ არა ომის ან სპეციალური ოპერაციის სიტუაციაში. რადგან ამ დროს, ხალხი იარაღით ხელში შენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის იბრძვის და ამ კრიტიკით სწორედ იმ ადამიანებს ეწინააღმდეგები, რომლებიც თავს სწირავენ”, – ამბობს მედვედევი.

შეგახსენებთ, რუსეთი უკვე ერთი თვეა, უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

 

იტვირთბა....