ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის გენშტაბი: ბოლო 24 საათში მოგერიებულია 9 შეტევა და განეიტრალებულია 200 ოკუპანტი

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მტრის ცხრა შეტევა მოიგერიეს და 200 რუსი ოკუპანტი გაანეიტრალეს.

“გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩვენმა მებრძოლებმა მტრის ცხრა შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 12 ტანკი, დაახლოებით 20 ერთეული ჯავშანტექნიკა და ცხრა საარტილერიო სისტემა. მოწინააღმდეგემ 200-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა”.

საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის ორი თვითმფრინავი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა მტრის 6 საჰაერო სამიზნეზე მიიტანეს შეტევა – ერთ თვითმფრინავზე, ერთ უპილოტო საფრენ აპარატსა და ოთხ საკრუიზო რაკეტაზე”, – ნათქვმია უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამხედრო ავიაციამ შეტევები მიიტანა რუსი ოკუპანტების ჯავშანტექნიკის კოლონებზე, ლოჯისტიკურ ცენტრებსა და იმ ადგილებზე, სადაც დამპრობელთა ჯარები იყო კონცენტრირებული.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში უკვე ერთი თვეა, სტულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

 

იტვირთბა....