სურათი, რომელზეც ასახულია, როგორ კოცნის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პატარა ბიჭს მუცელზე, მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა.
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “ინდეფენდენთი” წერს.
სურათზე გამოსახული ბიჭუნა ნიკიტა კონკინია, რომელიც აღნიშნულ კადრში 5 წლის იყო. სურათი, სადაც პუტინი ბიჭს მაისურს უწევს და მუცელზე კოცნის, FSB-ს ყოფილი აგენტის ალექსანდრე ლიტვინენკოს მიერაა გამოქვეყნებული. მან სიკვდილამდე ოთხი თვით ადრე პუტინს პედოფილიაში დასდო ბრალი.
ნიკიტა ახლა 15 წლისაა. როგორც მან MailOnline-ს განუცხადა, კოცნა უხერხული არ იყო: “მე მასთან მივედი. პუტინმა მკითხა ვინაობა და შემდეგ მაკოცა. ეს იყო და ეს. მე ძალიან გაკვირვებული ვიყავი”.
მისი ბებია ვალენტინა, რომელმაც უბიძგა მას პრეზიდენტის წინაშე რომ წარმდგარიყო, გაიხსენა იმ დღის აღფრთოვანება და თქვა, რომ პრეზიდენტი დიდად დაფასებული იყო მის ოჯახში.
ნიკიტა იმდენად მოხიბლული იყო ამ კოცნით, რომ უარს აცხადებდა მუცლის დაბანაზე – წერს რუსული გაზეთი Izvestia, რომელიც თვალ-ყურს ადევნებდა ბიჭს.
მან გამოცემას უთხრა, რომ ეს ორმხრივი სიმპატია იყო და მასაც უნდოდა ერთ დღეს პრეზიდენტი გამხდარიყო.
BBC-ის 2006 წლის რეპორტაჟის მიხედვით, პუტინმა ახსნა, რომ კოცნა იყო სიყვარულის გამოხატვის სპონტანური ჟესტი.
“მე მინდოდა, მას ჩავხუტებოდი როგორც კატის კნუტს და ეს ამ დროს მოხდა. ის ისეთი საყვარელი იყო. ამის უკან სხვა არაფერი დგას”- განაცხადა პუტინმა.
ლიტვინენკოს საწამლავით მოწამვლის გამოძიების ანგარიშში მოცემულია სტატია, რომელიც ლიტვინენკომ თავად დაწერა. ის იხსენებს ნიკიტასა და პუტინის შეხვედრას, კრემლთან მდებარე მოედანზე.
ლიტვინენკომ, FSB-ს ყოფილმა აგენტმა დაწერა: “პუტინი დაიხარა, აუწია ბიჭს მაისური და აკოცა მუცელზე. ვერავინ გაიგო რატომ გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ასეთი უცნაური რამ – აკოცა უცნობი პატარა ბიჭის მუცელს”
გამოცემა წერს, რომ ლიტვინენკოს ბრალდებები პუტინის წინააღმდეგ, რომ ის იყო პედოფილი, გახდა მიზეზი იმისა, რომ რუსეთის მთავრობამ მისი მოკვლა შეუკვეთა.
ყოფილი აგენტი ასევე ამტკიცებდა, რომ პუტინმა იპოვა ვიდეოფირები FSB-ს შიდა უშიშროების დირექტორატში, სადაც ნაჩვენები იყო, რომ მას სექსუალური კავშირი არასრულწლოვან ბიჭებთან ჰქონდა. შემდეგ ეს ფირები პუტინმა დამალა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანგარიშს ყურადღება არ მიაქცია და მათმა სპიკერმა განაცხადა: ” ჩვენ გვჭირდება დრო, რომ დოკუმენტაციის შინაარსი დეტალურად განვიხილოთ და შემდეგ დეტალურად შევაფასოთ. ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, რომ რუსეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია და ყველასათვის ცნობილი. არ გვქონდა მოლოდინი, რომ ამ პოლიტიკურად დატვირთული და ბუნდოვანი პროცესის ბოლო ანგარიში ობიექტური და მიუკერძოებული იქნებოდა”- განაცხადეს სამინისტროში.
იტვირთბა....