ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რეზნიკოვი: ომის ეს პერიოდი ისტორიაში შევა, როგორც “უძლეველობის თვე”

“რვა წლის წინ, ყირიმზე რუსეთის თავდასხმით დაწყებული ომის ეს პერიოდი ისტორიაში შევა, როგორც “უძლეველობის თვე” – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინელ ხალხს.

მისი თქმით, ქვეყნის არმიამ და უკრაინელმა ხალხმა ისეთ დარტყმას გაუძლეს, რომელიც ბევრს გატეხავდა.

“მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო ჩვენს დამცველებს და ყველა სამოქალაქო პირს, რომლებიც ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობისთვის მუშაობენ. ძვირფასო უკრაინელებო, რვა წლის წინ ყირიმზე რუსეთის თავდასხმით დაწყებული ომის ეს პერიოდი ისტორიაში შევა, როგორც “უძლეველობის თვე. ჩვენმა არმიამ და ხალხმა ისეთ დარტყმას გაუძლეს, რომელიც გატეხავდა ბევრს, თუმცა, არა ჩვენ. ამ დროის განმავლობაში, ყველას დავუმტკიცეთ, რომ ჩვენთვის უკრაინა ყველაფერზე მაღლა დგას; რომ არავის მივცემთ უფლებას, წაგვართვას სახელმწიფო, რომელზეც ვოცნებობდით, რომლის გამოც ვიბრძოდით და ვიხოცებოდით. ამ ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ უძლეველობის ბევრი სიმბოლო გვყავს – გმირი მარიუპოლი, დაუმარცხებელი ხარკოვი, მამაცი ჩერნიგოვი და ბევრი სხვა ქალაქი თუ სოფელი, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ რუსი ოკუპანტები ვერ დაეუფლებიან ჩვენს მიწას”, – ამბობს რეზნიკოვი ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო.

იტვირთბა....