მერიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, რუსი ჯარისკაცები სკოლებში დადიან და ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ბავშვები სკოლებში პირველი აპრილიდან დააბრუნონ. ამასთან, ისინი მათ აიძულებენ, მელიტოპოლის სკოლებში სასწავლო პროცესი რუსულ ენაზე განახლდეს.
“რუსი ჯარისკაცები ყველა სკოლაში მიდიან და მითითებას იძლევიან, სასწავლო პროცესი 1 აპრილიდან განახლდეს და რუსულ ენაზე წარიმართოს. ამასთან, ისინი აგრძელებენ ჩცენი ბავშვების დასახიჩრებას. დღეს, სოფელ ობილნოეში სამი მოზარდი საბრძოლო მასალებს გადააწყდა, სამწუხაროდ, ეს ტრაგიკულად დასრულდა – აფეთქება მოხდა. ისინი მელიტოპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე მდგომარეობაში, ერთ-ერთ ბიჭს ხელის ამპუტაცია დასჭირდა, ის რეანიმაციაშია მძიმე მდგომარეობაში”, – წერს ფედოროვი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში უკვე ერთი თვეა სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.