ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ზელენსკი ყვება, როგორია მისი ყოველდღიური ცხოვრება ომის პერიოდში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ იტალიურ გამოცემასთან la Repubblica ინეტრვიში აღწერა, როგორია მისი ყოველდღიურობა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

“დიდხანს ძილი არასდროს მჩვეოდა – იგივე რეჟიმს მივყვები, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. აი რაც შეეხება ოჯახს, ვისურვებდი, მეტად შემეძლოს მათთან ურთიერთობა. თუმცა, ეს აუცილებლად შეიცვლება”, – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკიმ ის სიტყვები გაიხსენა, რომლითაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ინაუგურაციისას უკრაინის მოქალაქეებს მიმართა – “ყველა თქვენთაგანი პრეზიდენტია”.

“იმას ვგულისხმობდი, რომ ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ და ყველას გვაკისრია ვალდებულება ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. დღეს, ყოველი ჩვენგანი უკრაინის მიწის, სახელმწიფოს და ჩვენი საერთო მომავლის დამცველია. ვამაყობ უკრაინის მოსახლეობით – სამხედროებით და სამოქალაქო პირებით, მოხალისეებით, მედიკოსებით, მასწავლებლებით, მძღოლებით, ჩვენი ბავშვებით, რომლებიც იძულებული არიან, ეს ტანჯვა აიტანონ… ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ასეთი ხალხის პრეზიდენტი”, – ამბობს ზელენსკი.

 

იტვირთბა....