ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

NYT: აშშ გეგმას ამუშავებს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაზე ბირთვულ შეტევას გადაწყვეტს

თეთრ სახლში სპეციალისტების ჯგუფი შეკრიბეს, რომელიც აშშ-ს სამოქმედო გეგმას ამუშავებს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაიანაში ბირთვულ თავდასხმას გადაწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

“რუსეთის მხრიდან მცირე ოდენობის ტაქტიკური ბირთვული იარაღის თუნდაც მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე და არა NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ გამოყენება ალიანსისა და შეერთებული შტატებისთვის შეტევას და იმას ნიშნავს, რომ ყველა ფსონი დადებულია”, – წერს გამოცემა თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

თუმცა, “ნიუ იორკ თაიმსთან” საუბარში წყარო დასძენს, რომ ჯერჯერობით, ოფიციალურ ვაშინგტონს და ნატო-ს არ დაუფიქსირებიათ რუსი სამხედროების მხრიდან ისეთი ქმედებები, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ რუსეთის ფედერაცია ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება.

იტვირთბა....