ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი Telegram-ზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რუსლან ალხანოვმა უკრაინაში მემრძოლ ჩეჩნებს პირობა მისცა, რომ მალე, კიევში სამხედრო აღლუმი ჩატარდება.
რამზან კადიროვის თქმით, ალხანოვმა ხაზი გაუსვა, რომ “რუსი სამხედროების წარმატებები ყველა ფრონტზე” და ის მნიშნელოვანი წვლილი, რომელიც ჩეჩენ მებრძოლებს “მზაკვარ მტერთან” გამარჯვების საქმეში შეაქვთ, აუცილებლად მოიტანს შედეგს და კიევში სამხედრო აღლუმი ჩატარდება.
“ღონისძიებაში ჩეჩენი მებრძოლებიც მიიღებენ მონაწილეობას, ჩვენი სპეცტექნიკით”, – ამბობს კადიროვი.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.