ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში მოქალაქეების აქცია “უარი საწვავის ფასებს” გაიმართება

თბილისში, დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანზე 27 მარტს აქცია სახელწოდებით “უარი საწვავის ფასებს” გაიმართება.

“ვაპროტესტებთ საწვავის არაგონივრულად მაღალ ფასს, რაც შემდგომში იწვევს საკვები პროდუქტების და მგზავრობის ფასის ზრდას. ეს პრობლემა ეხება თითოეულ ჩვენთაგანს და არა მხოლოდ ავტომობილის მძღოლებს. გელოდებით ყველას ერთად ყველაფერს შევძლებთ”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასი 4 ლარს აჭარბებს.

იტვირთბა....