უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის დანაკარგების შესახებ განახლებული ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ომში დაღუპული რუსი ოკუპანტების რაოდენობამ უკვე 15 600 შეადგინა.
ამასთან, 24 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით, მტრისთვის განადგურებული სამხედრო ტექნიკის შესახებ ცნობები ასეთია:
- 517 ერთეული ტანკი
- 101-105 თვითმფრინავი
- 124 ვერტმფრენი
- 1578 საბრძოლო ჯავშანმანქანა
- 1008 საავტომობილო ტექნიკა
- 267 საარტილერიო სისტემა
- 80 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
- 47 საჰაერო თავდაცვის სისტემები
- 70 საწვავის ავზი
- 42 უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე
- 15 სპეციალური ტექნიკა
- 4 გემი/კატერი
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო.