ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

კადიროვი ზელენსკის: მიტრიალდი რუსეთისკენ და გადაარჩინე საკუთარი ხალხი

“მიტრიალდი რუსეთისკენ და ისტორიაში შეხვალ, როგორც მშვიდობისმყოფელი, რომელმაც საკუთარი ხალხი გადაარჩინა”, – ასე მიმართა ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის.

“გეტყობა, რომ მთელი ეს სიტუაცია შენთვის სრულებით გაუგებარია, ამიტომ, დაეთანხმე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყველა წინადადებას და ბოლოს და ბოლოს, ეს საკითხი მშვიდობიანად გადაწყვიტე. ყურადღება მიაქციე იმას, რომ ჩვენი ლიდერი ყოველთვის ეხმარება ქვეყნებს, რომლებიც დასავლეთის ბინძური პოლიტიკის მსხვერპლი არიან და მათ სტრატეგიულ პარტნიორებად აქცევს. თუ არ გინდა ისტორიაში შეხვიდე როგორც პრეზიდენტი, რომელიც სუსტი ხასიათისა და არაშორსმჭვრეტელობის გამო შიდა საფთხეებს და გარე წამქეზებლებს ვერ გაუმკლავდა, უნდა დახოცო ისეთი მრჩევლები, რომლებიც სახელმწიფოს მოღალატეები არიან. არ შეეფერება ასეთ მთავარსარდალს ჯერ თავშესაფრებში მალვა საბროლო მოქმედებებიდან ასობით კილომეტრის მოშორებით, შემდეგ კი საკუთარი ქვეყნის და ხალხის სამარცხვინოდ მიტოვება. ნუ დააღუპვინებ თავს უპერსპექტივო იდეებს, საღი გონება ჩართე – მიტრიალდი რუსეთისკენ და ისტორიაში შეხვალ, როგორც მშვიდობისმყოფელი, რომელმაც საკუთარი ხალხი გადაარჩინა”, – წერს კადიროვი Telegram-ზე.

იტვირთბა....