პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური, მესამე სექტორის წარმომადგენლებს მისი გაკრიტიკების გამო საქციელს უწუნებს.
მისი თქმით, არანაირი მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და ეს ორგანიზაციები ცდილობენ მოახდინონ დაპირისპირება სხვადასხვა ეროვნებებს თუ ეთნიკურ ჯგუფებს შორის.
„ეს არის უკვე მცდელობა ზოგიერთი არასამთავრობოსი, რომლებიც შეიმჩნევიან სხვადასხვა არც თუ ისე ქვეყნის სასარგებლო ინტერესების გატარებაში. იქაც კი, სადაც არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნიათ, ცდილობენ, მოახდინონ დაპირისპირება სხვადასხვა ეროვნებებს თუ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, ასევე სხვადსხვა აღმსარებლობის მქონე ჯგუფებს შორის. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი საქციელია. არანაირად მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია,“ – განაცხადა ვთამაზ მეჭიაური.
იტვირთბა....