ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კულტურის პალატა “დაისის” სომხურად მოხსენიებისთვის ბოდიშს ითხოვს

საქართველოს კულტურის პალატა ქართული ცეკვა “დაისის” სომხურად მოხსენიების შესახებ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი დროული რეაგირება უნდა მოხდეს.
“სამწუხაროდ, ბოლო დროს სომხურ სატელევიზიო თუ ინტერნეტ სივრცეში ვაწყდებით ქართული კულტურისა და ხელოვნების თვითნებურად მითვისების მცდელობებს. მსოფლიო მასშტაბით ქართველი ერი სწორედ თავისი საამაყო, მრავალწლიანი ტრადიციული კულტურით იპყრობდა მწვერვალებს. ქართველ ხალხს კი სხვისი არასდროს არაფერი მიუთვისებია. ქართული კულტურის დასაცავად ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა მათი მხრიდან. ვფიქრობთ, რომ უნდა გაკეთდეს შესაბამისი, დროული რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით და ვისაც ეს ეხება, გასცეს სათანადო პასუხი ქართული კულტურის, სიმღერისა და ცეკვის ასეთი შეურაცხყოფისთვის. მოვითხოვთ, მოუხადონ ბოდიში ქართულ კულტურას და რაც მთავარია ქართველ ერს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო წარწერით “სომხური საქორწინო ცეკვა”, სადაც წყვილი ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “დაისიდან” ქართულ ცეკვას ასრულებს”, – ნათქვამია კულტურის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....