უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი მეომართა რეზერვების შევსებას ვერ ახერხებს, რის გამოც, ცოცხალი ძალის მობილიზების მიზნით იმ ადამიანებზეა გადასული, რომლებიც ვერ უმკლავდებიან კრედიტებს, ალიმენტებს და სხვა საფინანსო ვალდებულებებს.
“რუსეთის პროკურატურა მიზანმიმართულა ეძებეს იმ ადამიანებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ კრედიტების გასტუმრებასთან, ალიმენტების გადახდასა და სხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. თანაც, ასეთი ადამიანების რაოდენობა მკვეთრად იზრდება იმის გათვალისწინებით, თუ რა შედეგები მოუტანა რუსეთის ეკონომიკას დაწესებულმა სანქციებმა”, – წერია Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამმართველოს ცნობით, ასეთ შეთავაზებებს იღებენ თათრეთის, პიატიგორსკის, დონის როსტოვის და ჩრდილოეთ კავკასიის რუსული ნაწილის მაცხოვრებლები.