ოპოზიციონერი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის აზრით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სამხედრო ტრიბუნალზე გასამართლების პროცესი დროში გაიწელება, ამიტომ, მეტად მოსალოდნელია, რომ მანამდე მას ქვეყნის შიგნით გაუსწორდნენ მისი ქმედებებით უკმაყოფილო გენერლები. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სანიკიძემ გადაცემა “ნიუსრუმში” განაცხადა.
“ტრიბუნალი გაიწელება… მე მაინც ვფიქრობ, რომ შიგნიდან – პავლე პირველი როგორ მოკლეს? “ტაბაკერკა“ ჩაარტყეს თავში და მერე თავადი იაშვილის ყელსახვევით გაგუდეს. რუსეთის ისტორია სულ შეთქმულებების ისტორიაა, აშკარად ჩანს გენერალიტეტსა და პუტინს შორის დაპირისპირება. გენერლებმა პუტინი გააფრთხილეს, რომ ომი არ დაიწყოო. მაინც დაიწყო ხომ? ახლა იქ არის ასეთი სიტუაცია, რომ ან გენერლები გაგუდავენ პუტინს, ან პუტინი დაწყვიტავს ყველა გენერალს. შედეგი მაინც ერთია – მარცხი”, – აცხადებს სანიკიძე.