ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: წინასწარი გათვლებით, ქვეყანაში იმუნური ფენა უკვე 85 პროცენტზეა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინასწარი გათვლებით საქართველოში იმუნური ფენა უკვე 85 პროცენტზს შეადგენს. როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამასთან დაკავშირებით მასშტაბური კვლევა მიმდინარეობს და ზუსტი მონაცემები დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, მთავარ რეკომენდაციად ვაქცინაცია რჩება.

“მთავარ რეკომენდაციად ისევ და ისევ რჩება ის, რომ უნდა ავიცრათ. ჩვენთან დღეის მონაცემებით აცრილია მოზრდილი მოსახლეობის სადღაც 43.5 პროცენტი, რაც მოგეხსენებათ, დაბალია, თუმცა, წინასწარი გათვლებით 85 პროცენტის ფარგლებში არის უკვე იმუნური ფენა ქვეყანაში, ანუ, ვინც აცრილია და ვისაც გადატანილი აქვს დაავადება. ამას ალბათ ერთი-ორი კვირის შემდეგ ზუსტად გეტყვით, ახლა დიდი კვლევა მიმდინარეობს ჩვენთან დაახლოებით 20 000 ადამიანზე, სადაც ვიკვლევთ ანტისხეულებს, რომელიც გადატანილის და ვაქცინირებულის შემთხვევაშია და დაახლოებით გვეცოდინება თუ რა ფენაზეა ეს”, – აცხადებს გამყრელიძე.

ინფექციონისტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მარტის თვეში კოვიდსტატისტიკის სტაბილიზების დენდენცია შენარჩუნდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ამისთვის შიდა სივრცეებში, მათ შორის, ტრანსპორტში, პირბადის ტარების ვალდებულების შესრულებაა აუცილებელი.

 

იტვირთბა....