[su_quote]შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა. მათ შორის, ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა ივნისი-ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ანუ, უკვე დინამიკა კი არ არის, პრინციპში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან ჯერჯერობით გლობალურად, ახალი შემთხვევების რაოდენობა მილიონზე ზემოთ რჩება. თუმცა, იქ, სადაც აცრის მაჩვენებელი არის მაღალი, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა არ იმატებს[/su_quote]
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.