ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

დენისენკო: პუტინი ლუკაშენკოს “დამუშავებაშია”, რომ ბელარუსი უკრაინაში შეიჭრას

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ცდილობს, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინის წინააღმდეგ ჯარის გამოყვანაზე დაითანხმოს.

“უკრაინაში ბელარუსის შემოჭრის შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება. ლუკაშენკოს დამუშავება გრძელდება. პუტინი ლუკაშენკოს “დამუშავებით” ცდილობს, რომ ის საომარ მოქმედებებში ჩართოს. ბელარუს ხალხს არ სურს ომი და ეს აშკარაა. გადაჭრით იმის თქმა, რომ ბელარუსმა უკვე თქვა უარი ომზე, შეუძლებელია, თუმცა, ჩვენთვის ისიც პოზიტიურია, რომ ლუკაშენკო ამის აცილებას ცდილობს. ჩვენ ველოდებით ამ შეტევას და მზად ვართ მის მოსაგერიებლად. მზადყოფნაში ვართ [ბელარუსის საზღვრისპირა] ვოლინის და ჟიტომირის ტერიტორიებზე”, – განაცხადა დენისენკომ ერთ-ერთ ტელეეთერში.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.

იტვირთბა....