ახალი ამბები მთავარი სპორტი

“კაცი, რომელიც გუშინ მანქანების გამყიდველი იყო, დღეს მინისტრია”

„კაცი, რომელიც გუშინ მანქანების გამყიდველი იყო და ბიზნესმენი, დღეს მინისტრია, შეიძლება, არაკომპეტენტურია, მაგრამ უნდა წაიკითხოს რაღაც კანონები, რაღაც უნდა წაიკითხოს საერთოდ.“- აღნიშნული განცხადება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ JAKO FM-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის შესახებ გააკეთა.
მისი თქმით, მინისტრმა მისი ხელფასის დასახელებით კონფიდენციალურობა დაარღვია და თან არასწორი რიცხვი დაასახელა. ცხადაძის განცხადებით, მის მთავარ მწვრთნელობას ხეჩიკაშვილის გარდა ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი კახა ჭუმბურიძესაც ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მწრთვნელ კახი ცხადაძესა და სპორტის მინისტრ ხეჩიკაშვილს შორის დაპირისპირება ნაკრების ხელმძღვანელის ხელფასის საკითხიდან დაიწყო. ცხადაძემ მინისტრი პრესკონფერენციაზე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხეჩიკაშვილი ნაკრების მწრთვნელად სხვა პირს ლობირებს.

იტვირთბა....