კანადაში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “ბიბისი” ავრცელებს.
თავდასხმა კანადის დასავლეთში მდებარე პროვინცია სასკაჩევანის ქალაქ ლა ლოშში, ერთ-ერთ სკოლაში მოხდა.
თავდამსხმელი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ მომხდართან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოები სიტუაციას აკონტროლებენ.
ქალაქ ლა ლოშში დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
იტვირთბა....