ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

დაიღუპა 15 000-მდე რუსი სამხედრო, განადგურდა 500-მდე ტანკი – როგორია ოკუპანტის დანაკარგები

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 20 მარტამდე პერიოდს.

სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 14 700;
  • ტანკი – 476;
  • ჯავშანტექნიკა – 1 487;
  • საარტილერიო სისტემა – 230;
  • სარაკეტო სისტემა – 74;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 44;
  • თვითმფრინავები – 96;
  • ვერტმფრენი – 118;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 947;
  • გემი/ნავი/კატარღა – 3;
  • საწვავის რეზერვუარი – 60;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი  – 21;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 12.

 

იტვირთბა....