ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთის საზღვაო ძალები მარიუპოლს ბომბავენ – აზოვის ბატალიონის ცნობით, ქალაქს 4 რუსული გემი მიადგა

რუსეთის საზღვაო ძალები მარიუპოლს ბომბავენ, აზოვის ბატალიონის ცნობით, ქალაქს 4 რუსული გემი მიადგა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც Ukrinform იტყობინება, რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიეს.

დამპყრობლები ბომბავენ უიარაღო ადამიანებს, ბლოკავენ ჰუმანიტარულ დახმარებას.

„ქალაქი მარიუპოლი ახლახან დაბომბა რუსეთის საზღვაო ძალების ოთხმა გემმა. მტერი აგრძელებს უკრაინის ქალაქის ცინიკურად განადგურებას ყველა არსებული არსენალის გამოყენებით. თვითმფრინავების, არტილერიის, სხვადასხვა სისტემისა და ტანკების შემდეგ, რუსი ოკუპანტები ქალაქს ანადგურებენ მძიმე იარაღით“, – ნათქვამია განცხადებაში.

საკრებულოს მონაცემებით, მარიუპოლში დაღუპულთა რიცხვი 14 მარტის მდგომარეობით დაახლოებით 2 357 ადამიანი იყო.

იტვირთბა....