ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ქონების შეძენაზე მორატორიუმის დაწესების მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა

ვებ-გვერდზე manifest.ge პეტიცია გამოქვეყნდა, რომლის მოთხოვნაც რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებაა.

“ბოლო დროს რეგიონში განვითარებულმა საომარმა მდგომარეობამ, საქართველოში 25000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქის შემოდინება გამოიწვია, მიუხედავად იმისა რომ ომის აქტიური კერა უკრაინაშია და არა რუსეთში. საგულისხმოა რუსეთის მოქალაქეების ჭარბი ნაკადის შემოსვლა საქართველოში და მათ მიერ უძრავი ქონების შეძენა, შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას: რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით გამოცხადდეს მორატორიუმი”, – წერია პეტიციაში, რომლის ავტორიც პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძეა.

პეტიციას ამ დროისთვის 3500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. 10 000 ხმაა საჭირო იმისთვის, რომ დოკუმენტი საქართველოს მთავრობას გადაეგზავნოს.

იტვირთბა....