aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

კალაძე: ომს შეწირულებს შორის ქართველი ბიჭებიც არიან, უკრაინის და საქართველოს ტკივილი საერთოა

უკრაინაში მიმდინარე ომს შეწირულ უკრაინელ ბავშვებს, ქალებს, მამაკაცებს შორის ჩვენი ქართველი ბიჭებიც არიან.
უკრაინის და საქართველოს ტკივილი საერთოა, ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც.
ვიზიარებ გია ბერიაშვილის, დავით რატიანის, ბახვა ჩიქობავას ოჯახის წევრების, მათი მეგობრების მწუხარებას!
წერს თბილისის მერი, კახა კალაძე Facebook-ზე.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსების წინააღმდეგ ბრძოლას 18 მარტს ორი მოხალისე, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი ემსხვერპლა, დღეს დილით კი გავცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი ჯარისკაცის, ბახვა ჩიქობავას გარდაცვალების შესახებ.
იტვირთბა....