ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ზელენსკი: რუსეთს ახლა თუ არ დავსჯით, მსოფლიოს სხვა აგრესორებიც დაიწყებენ ომებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის შეჩერებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა აგრესორი ქვეყნებიც დაიწყებენ ომს მსოფლიოს სხვა წერტილებში.

“თუ რუსეთს ახლავე არ შევაჩერებთ, თუ მას ახლა არ დავსჯით, დანარჩენი აგრესორებიც დაიწყებენ ომებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. სხვადასხვა კონტინენტზე. ყველგან, სადაც რომელიღაც სახელმწიფო საკუთარი მეზობლის მიწის დაპყრობაზე ოცნებობს”, – წერს ზელენსკი Телеграм-ზე.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....