ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

პოდოლიაკი: NATO-ს წევრების განცხადებები რუსეთს მასობრივი მკვლელობებისკენ აქეზებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი, მიხაილ პოდოლიაკი NATO-ს წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთ-უკრაინის ომში მხარე არ იქნება და უკრაინის თავზე ცას არ ჩაკეტავს. ბოლოს, ამ თემაზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინა ლამბრეხტმა გამოცემა “ზიუდოიჩე ცაიტუნგთან” ინტერვიუში ისაუბრა.

პოდოლიაკმა მის განცხადებას პროვოკაციული უწოდა და გერმანიის ხელისუფლება პუტინის წაქეზებაში დაადანაშაულა.

“მინისტრმა ლამბრეხტმა განაცხადა, რომ NATO არ ერევა კონფლიქტში და უკრაინის თავზე არასაფრენ ზონას არ შექმნის. ეს მომაკვდინებელია. ევროპელი პოლიტიკოსების ყოველი ამგვარი განცხადება რუსეთის ფედერაციას უკრაინაში მასობრივი მკვლელობებისკენ ახალისებს. თუ არ გინდათ, ომს თავისი სახელი დაარქვათ და გეშინიათ პუტინის, პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ”, – განაცხადა UNIAN-ის ცნობით, პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....