ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

შვეიცარია რუსეთში ფუფუნების საგნების, მათ შორის, ძვირადღირებული საათების ექსპორტს კრძალავს

შვეიცარია რუსეთში ფუფუნების საგნების შეტანას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აკრძალვის ამოქმედების შემდეგ, რუსეთში აღარ შეიტანენ შვეიცარულ საათებსაც, რომლებიც მსოფლიოშია განთქმული.

ხელისუფლების განცხადებაში აღნიშნულია, ეს აკრძალვა შვეიცარიიდან ფუფუნების საქონლის გლობალური ექსპორტის მხოლოდ მცირე ნაწილზე იმოქმედებს, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ “ცალკეული კომპანიები შესაძლოა სერიოზულად დაზარალდენენ”.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მსოფლიოს ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები რუსეთს სანქციებს უწესებენ.

იტვირთბა....