სამშენებლო კომპანია არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას პროგნოზირებს. ხეცურიანის თქმით, სამშენებლო პროდუქციაზე ფასების მნიშვნელოვნი ზრდის გამო, ეტაპზე კვადატული მეტრის აშენების თვითღირებულება უკვე 120 დოლარით არის გაძვირებული, უახლოეს პერიოდში კი, მოსალოდნელია, რომ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა 250-300$-ს მიაღწევს.
“უკრაინა და რუსეთი ამარაგებდა სამშენებლო სექტორის დიდ ნაწილს, ამიტომ არის დეფიციტი და ყველა მიმართულებით ფასების ზრდა. სამშენებლო პროდუქციაზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით ეს ეხება არმატურას და სხვა მეტალს, გაიზარდა ხის მასალის ფასიც, გართულდა ლოჯისტიკა და ამან დღეს უკვე გამოიწვია კვ.მ-ზე ფასის 120 დოლარით გაზრდა. თვითღირებულებას თუ არ გაყვა სექტორი ფინანსურ სტაბილურობას დაკარგავს. როგორც გითხარით კვადრატულზე ზრდა არის 250-300 დოლარამდე და სადღაც ამ ჭრილში გავზრდით გასაყიდ ფასსაც”, – ავრეცელბს BM.ge შიო ხეცურიანის კომენტარს.