ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: სირცხვილია, როცა გავრილოვს შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტ ზელენსკის არა

[su_quote]თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა ქვეყანა უსმენს წარმომადგენლობით ორგანოში პრეზიდენტ ზელენსკის და “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა უარი უთხრან საქართველოს მოქალაქეებს, რომ პარლამენტიდან გაჟღერდეს პრეზიდენტი ზელენსკის მიმართვა. შევახსენებ ხელისუფლებას, როცა ისინი რაიმე სახის სირცხვილზე საუბრობენ, ამ პარლამენტის დარბაზიდან “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარის მოწვევით, ჩამობრძანებული იყო და საუბრობდა რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტი გავრილოვი, რომელმაც ამ პარლამენტის დარბაზიდან საქართველოს მოქალაქეებს მიმართა რუსულად და ეს ადამიანი არის მტერი, არამხოლოდ კრემლთან ასოცირებული, არამედ საქართველოს მტერი. ზელენსკის ადმინისტრაცია თანახმა იყო იმაზე, რომ პრეზიდენტი ჩართულიყო საქართველოს პარლამენტში, მე ღიად მოვუწოდე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ჩართულიყო კონსულტაციებისთვის, რათა ფორმალური მხარეც მოგვეგვარებინა პროცედურულად, მაგრამ სამწუხაროდ, მათ აირჩიეს ისევ სირცხვილი, როცა გავრილოვს შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტ ზელენსკის – არა. ამას ჩვენი ისტორია შეაფასებს შესაბამისად[/su_quote]

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 

იტვირთბა....