ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

Meduza: რუსეთში პრეზერვატივებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა

ბოლო კვირების განმავლობაში რუსულ ათიაქებსა და ონლაინ-მაღაზიებში პრეზერვატივების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი ვებ-გვერდი Meduza კვლევით ჯგუფ DSM-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათ ხელთ არსებული მონაცემებით, 28 თებერვლიდან 6 მარტის პერიოდში აფთიაქებში პრეზერვატივების ფიზიკური გაყიდვები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 პროცენტით გაიზარდა და ჯამში 540,7 შეკვრა შეადგინა, ხოლო ფულადი თვალსაზრისით, ზრდა 32%-ს შეადგენს და 184.1 მილიონ რუბლს აღწევს.

“როგორც სააფთიაქო ქსელში “36,6” აცხადებენ, მათთან პრეზერვატივების გაყიდვები ბოლო ორ კვირაში თითქმით 26%-ით არის გაზრდილი წინა კვირებთან შედარებით. ინტერნეტ მაღაზიაში Ozon ამბობენ, რომ მარტის პირველ ნახევარში მათთან ამ პროდუქციის გაყიდვები 33%-ით არის გაზრდილი და განსაკუთრებული პოპულარობით 12, 18 და 30-ცალიანი შეფუთვები მოქმედებს. კიდევ ერთ ინტერნეტ-მაღაზიაში Wildberries კი ამბობენ, რომ 1-დან 14 მარტამდე პრეზერვატივის გაყიდვები წინა წელთან შედარებით 170% პროცენტით არის გაზრდილი”, – წერს Meduza.

პრეზერვატივებზე მოთხოვნის ზრდა დროში ემთხვევა რუსეთის მიერ უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე დაწესებულ სანქციებს, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის ბაზრიდან გასვლის შესახებ მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიებმა, მათ შორის, სწრაფი კვების ობიექტებმა, ტექნიკის და ტანსაცმლის მაღაზიებმა განაცხადეს.

იტვირთბა....