უკრაინაში საწვავის ფასი შემცირდა. დღეიდან, ქვეყანაში ბენზინი შვიდი უკრაინული გრივნით ნაკლები ეღირება, დიზელის საწვავი კი ხუთი გრივნით ნაკლები გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
ცნობისთვის, 15 მარტს უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ბენზინზე, დიზელის საწვავზე და თხევად გაზზე გაუქმდა აქციზის გადასახადი და ქვეყანაში საავტომობილო საწვავის იმპორტზე დღგ 20%-დან 7%-მდე შეამცირა.
როგორც აცხადებენ, საწვავზე ხელმისაწვდომობა რიგ ეკონომიკურ პროცესებს გაააქტიურებს, რაც საბოლოოდ, უკრაინას ახლოს მიიყვანს გამარჯვებასთან.
“შედეგად, ჩვენ ვაღწევთ ბალანსს, როდესაც გადასახადების მკვეთრი შემცირების გამო, მცირდება ფასები. ამის წყალობით, ჩვენ ხვნა-თესვის კამპანიის ჩატარებისა და კრიტიკულად საჭირო საქონლის, მათ შორის საკვების ტრანსპორტირებისთვის საკმარისი რესურსების მობილიზებას შევძლებთ. საწვავზე ხელმისაწვდომობა მთელ ეკონომიკურ პროცესებს გაააქტიურებს, რაც უკრაინას გამარჯვებასთან დააახლოვებს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბინ ომს აწარმოებს.