ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

რუსული გაზის ყიდვით, ვაფინანსებთ ომს უკრაინაში – რობერტა მეტსოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეტსოლას განცხადებით, ევროპის მიერ რუსული გაზის შეძენა ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებული აგრესიის არაპირდაპირ დაფინანსებას ნიშნავს და რუსულ ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემცირდეს. Европейская правда-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მეტსოლამ ლიტვურ მაუწყებელთან LRT ინტერვიუში აღნიშნა.

“ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსულ გაზზე ნულამდე უნდა დავიყვანოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ომის პირდაპირ და ირიბ დაფინანსებას. მამაცი უკრაინელები ყოველდღიურად წვავენ რუსულ ტანკებს, ჩვენ კი რუსებს ახლის საყიდელ ფულს ვაძლევთ. პარლამენტმა გარკვევით გამოხატა საკუთარი აზრი, რომ ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს რაც შეუძლია იმისთვის, რომ რუსულ გაზზე არც ერთი ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული”, – აცხადებს რობერტა მეტსოლა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი იმასაც აღნიშნავს, რომ ის ზეწოლა, რომელიც ევროკავშირმა რუსეთზე განახორციელა, არ არის საკმარისი, მანამ ომი გრძელდება.

“ევროპარლამენტი და ევროპის კავშირი ყოველდღიურად უნდა აგზავნიდნენ მკაფიო სიგნალს, რომ არ გავჩერდებით, მანამ ეს [ომი] არ დასრულდება”, – ამბობს მეტსოლა.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.

იტვირთბა....