სარაკეტო დაბომბვას კიევის ნაციონალური აკადემიური ახალგაზრდული თეატრის დასის წევრი, უკრაინის დამსახურებული არტისტი ოქსანა შვეცი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას თეატრის პრეს-სამსახური ავრცელებს.
“უდიდესი მწუხარება ახალგაზრდულ თეატრში – კიევში, საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული სარაკეტო დაბომბვის შედეგად უკრაინის დამსახურებული არტისტი, ოქსანა შვეცი დაიღუპა. ჩვენს მიწაზე შემოჭრილ მტერს არ ეღირსება პატიება”, – წერია Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს და სარაკეტო იერიშები მიაქვს საცხოვრებელ დასახლებებზე, მათ შორის, კიევში.