რუს ოკუპანტებთან შეტაკებებს კიევის მისადგომებთან ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია უცნობია. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ქართველი მებრძოლი ავრცელებს.
“დღეს გავიგეთ, რომ ორი ქართველი არის დაღუპული. კიევის მისადგომებთან მოხდა შეტაკება, ირპენის მხრიდან. 8-9 ქართველი მებრძოლი იყო ერთად, როგორც ვიცი, აფეთქებაში მოყვნენ”, – ამბობს ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.