ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თარგამაძე კალაძეს: “მობრძანდები და პასუხს აგებ, აქ ვინმე თვალში ხომ არ გებერლუსკონება”

 

“ნაცმოძრაობიდან” დეპუტატი გივი თარგამაძე ვიცე-პრემიერ, კახა კალაძის განცხადებას პარლამენტში მისვლის შესახებ, პასუხობს.

“ნაბახუსევზე რვა სული ქურდი თითებს რომ გაატკაცუნებს, მიცუნცულებ, ლუდი მიგაქვს და ფეხებს უზელ. რომას აეროპორტში ხვდები და ფეხქვეშ ეგები. ბერას თვზედამსვრელ სიმღერებს ტანში იზელ დილა-საღამოს. მამაშენის ნებისმიერი უგვანო კაპრიზი დღემდე კანონია შენთვის. ის ვერ გადაგიწყვეტია, მოედანზე შენი კარი რომელია, რომელ მხარეს თამაშობ, ეგ კი გადაწყვიტე – გაზპრომის. გლუვტვინიანის მიერ უნიჭო ვაჟისთვის ნაყიდი სათამაშო ხარ და რაღა პარლამენტზე გაილაღე? ერთადერთ ადგილზე, სადაც ადამიანური სიმდაბლის კი არა, კანონის გამო გევალება მოსვლა. როცა მოგესურვება კი არა, როცა დაგიძახებთ და რამდენჯერაც დაგიძახებთ, მობრძანდები და პასუხს აგებ. შენ აქ ვინმე თვალში ხომ არ გებერლუსკონება, შე უნიათოვ და სავალალოვ შენა…”,- აცხადებს გივი თარგამაძე.

შეგახსენებთ, როგორც კახა კალაძემ განაცხადა,  ის თავად გადაწყვეტს როდის მივიდეს პარლამენტში. “თანახმა ვარ მონაწილეობა მივიღო ამ შოუში, თუმცა როდესაც დრო მექნება, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვაცნობებ მათ და არა როდესაც ბატონი წიკლაური ნაბახუსევზე გაიღვიძებს და მოინდომებს კალაძის მისვლას პარლამენტში. ამას მე გადავწყვეტ როდის უნდა მივიდე”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 

იტვირთბა....