ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე Twitter-ზე ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მისი ინფორმაციით, თბილისის აეროპორტის ერთ-ერთ მაღაზიაშია გადაღებული. როგორც ფოტოზე ჩანს, მაღაზიაში სუვენირების სახით, სტალინის მინიატურული სკულპტურები იყიდება.
“საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ სტალინის ამ სკულპტურებით გინდა ევროკავშირში შესვლა? ის, რასაც ახლა პუტინი უკრაინაში აკეთებს, ხომ სწორედ “დაუმარცხებელი სტალინიზმის” მემკვიდრეობაა. ეს თბილისის აეროპორტის მაღაზიაშია. სირცხვილია”, – წერს იუკნევიჩიენე.