[su_quote]პარტიულ პოლიციად აქციეთ პოლიციაო. პირიქით, მე მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს იმისთვის, რომ დღეს, პოლიცია არის ხალხის და საქართველოს პოლიცია, პოლიცია არის ხალხთან ერთად. ეტყობა, ვიღაცებს დაავიწყდათ, როგორ ესროდნენ და როგორ ერთობოდნენ ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯზე კისტის თოფის დამიზნებით; დაავიწყდათ, რომ პოლიცია იყო სადამსჯელო ღონისძიების ერთ-ერთი ინსტრუმენტი და დაავიწყდათ ის, რომ დიახ, უწყების ხელმძღვანელები ითხოვდნენ გვამებს[/su_quote]
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა დღეს, პარლამენტში შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.