უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს ვირტუალური აქტივების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაცია უმაღლესი რადას ვებ-გვერდზე გავრცელდა.
შედეგად, უცხოური და უკრაინული კრიპტობირჟები ლეგალურად იმუშავებენ, ბანკებს შეეძლებათ, ანგარიშები გახსნან კრიპტოვალუტაში, უკრაინის მოქალაქეებს კი, რომლებიც ციფრულ ვალუტას ფლობენ, გარანტირებული ექნებათ მათი უფლებების სამართლებრივი დაცვა.
ბაზრის რეგულირებაზე პასუხისმგებლები უკრაინის ეროვნული ბანკი და ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბაზრის ეროვნული კომისია (NCSM) იქნებიან.