რადას დეპუტატი ლიზა იასკო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ნობელის პრემიას იმსახურებს მშვიდობის დარგში.
“ახლა არსად მეგულება ზელენსკიზე ძლიერი პიროვნება. ჩვენ ნამდვილად უნდა წარვადგინოთ ის ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში. დაწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს, ის მიიღებს ამ პრემიას”, – განაცხადა იასკომ.
მან ასევე, საკუთარ ქვეყანაში მშვიდობის დამყარება და ასევე, იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან გათავისუფლდება.
“მე მშვიდობა მინდა ჩემს ქვეყანაში. მინდა, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები, უკრაინელი მოქალაქეები ასევე, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდენენ პუტინის ციხიდან. მინდა, მშვიდობა მქონდეს სახლში და თქვენ ყველანი მიგიღოთ ჩემს ქვეყენაში, ჩემს სახლში და ბოლოს და ბოლოს ვთქვა, რომ ჩვენ ერთად მოვახერხეთ მშვიდობის დამყარება. მოდით, გავაკეთოთ ეს, რადგან ეს გვჭირდება ჩვენი მომავლისთის, ჩვენი ხვალინდელი დღისთის”, – მიმართა იასკომ ევროპარლამენტარებს.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.