უკრაინის მთავრობამ გამოთვალა პირდაპირი ზარალი, რომელიც ქვეყანას რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად მიადგა. პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ეს თანხა 565 მილიარდი ამერიკული დოლარია.
“მთავრობის მიერ შექმნილი ჯგუფი უკვე მუშაობს რუსული აგრესიის შედეგად ეკონომიკისთვის მიყენებული დანაკარგები შეფასებაზე. წინასწარი გათვლების მიხედვით, უკრაინის პირდაპირი ერთჯერადი დანაკარგები 565 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კერძოდ, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად იქნება საჭირო”, – განაცხადა შმიგალმა კიევში, პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.